13, მაისი 2021 17:45:00
ბოლო, 24 საათში, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის ათას 510 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესი ათას 188 პირმა დაარღვია. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეეები, რომლებიც „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს გადაადგილდებოდნენ. უწყება საზოგადოებას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწდებს.