14, მაისი 2021 10:05:00
ხულოში დაკარგული ადამიანი ცოტა ხნის წინ იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტან ბერიძემ დაუდასტურა.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი, 33 წლის პირი გვიან ღამით ნახეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.