14, მაისი 2021 11:32:00
საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 468 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 651, „პისიარ“ ტესტით – 10 817.