14, მაისი 2021 17:41:00
დახარჯული სამი მილიონი და 1 500-მდე ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე. 4 სოფლის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის მოწყობითი სამუშაოები ერთი წლის წინ დასრულდა თუმცა, დღემდე ბუნებრივის ნაცვლად თხევადი აირით სარგებლობენ. ოპოზიცია გაჭიანურებულ პროცესში კორუფციის ნიშნებს ხედავს. რას ამბობენ მმართველ გუნდში?
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირის მილები ირმა მორთულაძის საცხოვრებლის ჭიშკრამდეა მიყვანილი, გაზთან მაინც თხევადი აირის ბალონი უდგას. კაპანდიბში გაზიფიცირების სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და მონტაჟი უკვე დასრულებულია. მიუხედავად, სოფელში მცხოვრები ოჯახები, ბუნებრივი აირით, დღემდე, ვერ სარგებლობენ.
კაპანდიბის მსგავსად გაზიფიცირება, დღემდე. არ მომხდარა, სოფელ ჯოჭოში. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამუშაოების დასრლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გაზი ჟონავდა. სოფელში მცხოვრებლებს პრობლემის მოსაგვარებლად, ხელვაჩაურის მერი პასუხისმგებელ კომპანიასთან შუამდგომლობას დაჰპირდა, თუმცა, უშედეგოდ.
ქსელის მოწყობისთვის სამუშაოები შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპოანიამ“ 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის სექტემბერში კი, დამკვეთ კომპანაისთან მიღება ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა - ამბობენ ოპოზიციაში. მიშა ბოლქვაძე, პროექტისთვის გამოყოფილი სამი მილიონი ლარის უშედეგოდ დახარჯვის გამო, აჭარის მთავრობას და ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.
საკითხთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მერი პასუხისმგებლობას ირიდებს და ამბობს, რომ გაზიიფიცირებისთვის შესრულებული სამუშაეობი ხელვაჩაურის მერიას არ განუხორციელებია. ჯუმბერ ვარდმანიძე ამტკიცებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად „გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, მუნიციპალიტეტის პირველი პირი კონკრეტულს ვერაფერს ასახელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქსელი გადის იურიდიულ პროცედურებს. რის შემდგომაც პროექტი გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს სოკარ-ჯორჯია გაზს. ეს უკანასკნელი ახორციელებს მოსახლეობის აბონენტად აყვნას, რომლის შემდგომაც შესაძლებელია აშენებულ ქსელში გაზის გაშვება. რა დრო დასჭირდება აღნიშნულ პროცედურებს, ვერ გვიკონკრეტებენ.