18, მაისი 2021 14:50:00
ქობულეთში დღეს პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნა.პროექტის ფარგლებში აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ორი საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის ოთხ ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და ექვსი ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. ვიზიტორთათვის მოეწყო ავტოპარკინგი და ავტობუსების სადგომი.რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2018 წელს დაიწყო.