21, მაისი 2021 11:33:00
26 მაისიდან ვიზიტორებისთვის დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია და პრომეთეს მღვიმე იხსნება
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დაცული ტერიტორიები აქამდე ვიზიტორებს ვერ იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც გიდები მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ითხოვდნენ.