21, მაისი 2021 18:06:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 102 პაციენტი. კლინიკა დატოვა -31-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 12 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 444 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 254 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 9 ათას 522 მოქალაქეა აცრილი.