24, მაისი 2021 21:45:00
,,ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, მონაწილეები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე გაათევენ ღამეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მსვლელობები, ქუჩის გადაკეტვა და პიკეტირება 25 მაისის, 16:00 საათიდან განახლდება და ხელისუფლებას უფრო მეტ ძალას აჩვენებენ. დედაქალაქი, მთელი დღის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრი იყო. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა მსვლელობით მოიარეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში და რას პასუხობენ პროტესტის მონაწილეებს მთავრობაში? რეპორტაჟიდან გაიგებთ.