25, მაისი 2021 17:29:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი. კლინიკა დატოვა -36-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 14 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 411 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 280 პირი იმყოფება.