26, მაისი 2021 18:07:00
დღეიდან, დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო პროცესი განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მსურველებს, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორიის მონახულების საშუალება აქვთ. მოგზაურობა, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციის გათვალისწინებითაა დასაშვები.