ვაქცინაცია და სარესტორნო ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში 2 თვეა დაიწყო, სფეროში მომუშავეების კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია, ამ დრომდე არ დაწყებულა. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვების ობიექტებში, სტუმრების გაორმაგებულ რაოდენობას ელოდებიან. შესაბამისად, აქვთ მოლოდინი ეკონომიკურ წინსვლისაც. ამასთან, როგორც მომხმარებლების, ისე მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის ვაქცინაცია, აუცილებლად მიაჩნიათ. ამავე პოზიციას იზიარებენ ეკონომისტებიც და იმუნოლოგებიც.
ბათუმში, რესტორანი ბერნის თანამშრომლები, იმუნიზაციის პროცესში ჩართვისთვის ემზადებიან. გადაწყვეტილება, მას შემდეგ, მიიღეს, რაც კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნა. ამბობენ, რომ უქმე დღეებში რესტორნებში მომხმარებლების გაორმაგებული რაოდენობა დადის, შესაბამისად, მომსახურე პერსონალსაც, უფრო, მეტ ადამიანთან უწევთ კონტაქტი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია რეგულაციების დაცვით მუშაობენ, სამუშაო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, ვაქცინაციას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ.
სარესტორნო ბიზნესში ჩართული პირები, ვააქცინაციას, დაზარალებული სექტორის ეკონომკური აღდგენის, ერთადერთ გზად, ასახელებენ. ამბობენ, რომ პერსონალის იმუნიზაცია კვების ობიექტის მუდმივი მუშააობის გარანტიაა. მიიჩნევენ, რომ თუ კი მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება, ეკონომიკა უფრო სწრაფად ამუშავდება. შესაბამისად, ხალხში გაჩნდება ფული და გაკოტრების პირას მისული ბიზნესებიც გადარჩება.
თუ ადამიანებმა ვაქცინაციის აუცილებლობა და უპირატესობა ვერ გაიაზრეს, საიმედოს ვერაფერს პროგნოზირებენ რესტორანთა ასოციაციაში. აქ, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური პროპაგანდის წარმოება, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ხელისუფლებას კი, მოსახლეობაში, იმუნიზაციის პროცესის მიმართ მეტი სანდოობის გაზარდას ურჩევენ.
ეკონომიკის გამოცოცხლების იმედს სპეციალისტები , ტურისტული სეზონის მოახლოებაზე ამყარებენ. ამბობენ, რომ სარესტორნო ბიზნესს, განსაკუთრებით ბათუმში, სწორედ, იმუნიზაცია უშველის.
იმისთვის, რომ გაჩერებული ეკონომიკა ადგილიდან დაიძრას, აუცილებელია მოსახლეობის 70%-მდე აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ყვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვები გაუქმდება. შესაბამისად, მუსაობის განახლებას კაფე ბარები და რესტორნები სრულფასოვნად შეძლებენ. აღარ იმოქმედებს კომენდანტის საათიც. ეს ყველაფერი კი, სფეროში დასაქმებულების ანაზრაურებაზე და მათ უკან მდგომი ოჯახების ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განგვიმარტეს, სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულების ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყო. უშუალოდ, სფეროში დასაქმებულთა იმუნიზაციის პროცესის დაწყება კი, მომდევნო კვირას იგეგმება