28, მაისი 2021 15:38:00
მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს სტუმრობენ.
Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების პოპულარული ბლოგერები და ინფლუენსერები ქვეყანას პროექტის „ციფრული დღეები" ფარგლებში ეწვივნენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზურობისას ისინი ბათუმსაც ეწვევიან და აქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაუწევენ პოპულარიზაციას.
პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით იმართება.
თბილისში ყოფნისას სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგური დაესწრო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში პიტერ ვიბლერი და პლატფორმა Steller-ის წარმომადგენელი რიჩარდ ბენგი.