07, ივნისი 2021 17:19:00
,,უსაფრთხოების სტანდარტები და რეგულაციები ტურიზმის სფეროში''-ამ სახელწოდებით, ,,საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი'', ბათუმში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს გამართავს. შეხვედრებს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ექსპერტები მართავენ. პროექტი, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება და ველოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.