07, ივნისი 2021 17:29:00
ბათუმს, მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერებმა, მილიონობით გამომწერს, ბათუმში, დასვენების შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 7 ქვეყნის 18-მა ბლოგერმა და ინფლუენსერმა ბათუმში ჩამოსვლამდე, საქართველოს, სხვადასხვა, რეგიონში იმოგზაურეს. ისინი, ქვეყანას, პროექტის „ციფრული დღეები" ფარგლებში სტუმრობდნენ. იგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.