08, ივნისი 2021 13:54:00
წელს ქართული თხილის ხარისხი და მოსავალი საკმაოდ კარგია. ფაროსანას შემოსევის შემდეგ თხილის წარმოება წარმატებით აღდგა და გასულ სეზონზე 33 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს.
გამანადგურებელი მწერის შემოსევის შემდეგ თხილის მოყვანის აღდგენის ტემპი წლიდან წლამდე მატულობს და წელიწადში, თითქმის, 8 ტონით მეტი მოსავალი მოდის. სტატისტიკურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს, 35 ტონა თხილი დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი - 2018 წელს, საშუალოდ, 17 ტონა. ბოლო სეზონზე მოსავალი თითქმის გაორმაგდა და 33 ათასი ტონა თხილი დაიკრიფა.
იზრდება, ასევე, თხილის ფასი. 2019 წელთან შედარებით, წელს ნაჭუჭიანი თხილის ფასი 12%-ით მეტია და კილოგრამზე 2,2 დოლარიდან 2,46 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თხილის გულის ფასმა 5,78-დან 5,88 დოლარამდე მოიმატა.