08, ივნისი 2021 21:08:00
ბათუმში, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში სანიაღვრე არხისა და ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტისთვის 334 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. უწყების ცნობითვე, ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და მწვანე საფარის მოწყობაცაა გათვალისწინებული.