10, ივნისი 2021 17:15:00
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ყალბი მოწმობები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.