10, ივნისი 2021 17:52:00
საინფორმაციო შეხვედრა „ჰასპის“ პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აჭარაში მოქმედ კვების ობიექტებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრა დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით გაიმართა. „ჰასპის“ სისტემის დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.