10, ივნისი 2021 18:06:00
გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა. შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის სამარაგო რეზერვუარი გონიოში, ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მათივე ცნობით, ავზი, 1000-ზე მეტი აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. მოეწყო 30 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზიც. მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები უკვე დაიწყო. გონიო-კვარიათში წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლის განმავლობაში არსებობდა. ადგილობრივი მოსახლეობა, ამ დრომდე, ძირითადად, ჭაბურღილის წყლით სარგებლობდა. რეზერვუარის მშენებლობისთვის 15 მილიონი ლარი გამოიყო.