11, ივნისი 2021 17:39:00
გუშინ, ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს ზურაბ გორგილაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში შეეჯახა. მსუბუქი ტრავმებით 5 ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის 2 ბავშვია. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.