01, ივლისი 2021 17:21:00
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, 24 ათას 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს. ფართობების საბაზრო ღირებულება მილიონ 267 ათას ლარს შეადგენს. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, ქონება, სახელმწიფოს დაუბრუნდება.