07, ივლისი 2021 10:10:00
დიდი რაოდენობით ხილის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს კალორიების სიჭარბის გამო.
მარწყვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ მხედველობის ორგანოებსა და ნერვულ სისტემას. კვლევების თანახმად მარწყვის მიღება შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის მიზნით. ამას გარდა, მარწყვი შეიცავს ელაგის მჟავას, რომელიც კიბოს განვითარების რისკს აქვეითებს.
ბალი განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვების გასაძლიერებლად.
პრინციპული მნიშვნელობა ამ ხილის მიღების დროს არ აქვს. შეიძლება მისი მიღება ჭამის წინ ან დესერტად. მარწყვისა და ბალის მიღებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი საკმაოდ ტკბილია, სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ, ვინც შაქრის ცვლას აკონტროლებს, შაქრიანიდიაბეტით დაავადებულებმა და მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებმა. მათ ეს ხილი უნდა მიიღონ მცირე ულუფებად ერთ მიღებაზე 100-200გ.
ასევე უნდა მოვერიდოთ დაჭყლეტილი და გადამწიფებული ნაყოფის მირთმევას, რადგანაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.