09, ივლისი 2021 18:10:00
სისხლიანი გარჩევა ბათუმში. დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, 35 წლის კაცი, დაპირსპირებული 2 ადამიანის გაშველების დროს დაშავდა. დაჭრილი, „მედცენტრში“ გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დაზარალებული კლინიკაში თვითდინებით შევიდა. მას ჭრილობა, მარცხენა ქვედა კიდურის არეში, სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. პაცინეტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.