20, ივლისი 2021 13:28:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 11073-მა ადამიანმა გაიკეთა.
20 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა,სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522