22, ივლისი 2021 22:40:00
ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა. კოვიდ საწინააღმდეგო აცრის 500 ათასი დოზა ჩვენს ქვეყანაში შაბათს, 24 ივლისს იქნება.
შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.