27, ივლისი 2021 17:55:00
ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც ქართველი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკი ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში იყო დამალული. იგი ირანიდან, სომხეთისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა გადაზიდულიყო, საიდანაც, ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა. საქონლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 მილიონ ლარს შეადგენს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.