29, ივლისი 2021 17:51:00
ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 17 ადამიანი - ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა. მხოლოდ აჭარაში. გასულ დღე-ღამეში, კოვიდ 19 კიდევ 413 მოქალაქეს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 485 ადამიანი მკურნალობს, მათგან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდ-სასტუმროებში კი, 635 ადამიანია მოთავსებული.