31, ივლისი 2021 11:01:00
ბოლო 24 საათში, აჭარაში კოვიდ19-ის ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, დაინფიცირდა 517 ადამიანი. ეს ივლისის თვეში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ ეტაპზე, ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 620. მძიმეა 105 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.