02, აგვისტო 2021 19:44:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალშენში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლის უფუნქციობას აპროტესტებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შენობის მოწყობისთვის, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა დღემდე ფუნქციის გარეშეა. ხელისუფლების ოპონენტები მოქმედ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი დაუსრულებელი პროექტია. რატომ არ ფუნქციონირებს 2 წლის წინ რეაბილიტირებული კულტურს სახლი? კითხვა, ხელვაჩაურის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.