04, აგვისტო 2021 20:07:00
რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტით განისაზღვრა. გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო. ინფორმაციას კი თავად ეკონომიკური ინსტიტუტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი შეადგინა. ბანკში პროგნოზირებენ, რომ ამგვარი პოლიტიკით, 2022 წელს ფულის მსყიდველობითუნარიანობა შემცირებას დაიწყებს და მის საშუალო ვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
ავტო სესხი