04, აგვისტო 2021 22:00:00
დოკუმენტების გაყალბებისთვის 1 პირი დააკავეს, 3 კი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 10-მდე კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს. ამ გზით, მათსავე კომპანიებს ჯამში, 318 ათას 503 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი შეუქმნეს, რაც შემდგომში კომპანიების საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული, სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.