04, აგვისტო 2021 22:04:00
„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო. საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების 500-მდე პედაგოგი დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო ტრენინგებს გაივლის. საგანმანათლებლო კურსი მომდევნო 3 თვის განმავლობაში, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. პროექტს, კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის ფინანასური მხარდაჭერით ახორციელებს.