04, აგვისტო 2021 22:31:00
რიგით მეორე ოქროს მედალი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე. ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში 223 კილოგრამის დაძლევისა და მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ, მსოფლიო და ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, აკვრაში 245 კილოგრამს სძლია, საერთო ჯამში კი, 488 ქულა მოაგროვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.