04, აგვისტო 2021 22:33:00
ახლა კი საქველმოქმედო ინფორმაციას გაგაცნობთ. ხვიჩა ხოზრევანიძე საზოგადოების დახმარების მოლოდინშია. 15 წლის ბიჭი მძიმე დაავადებას ებრძვის. მოზარდს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ოპერაციისთვის, რომელიც თურქეთში უნდა გაკეთდეს, 106 ათასი დოლარია საჭირო. ოჯახს კი საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც - 09 01 20 01 27. ზარის ღირებულება ერთი ლარია.