პრობლემად ქცეული სასმელი წყლის მიწოდების შესახებ მაყურებლისთვის არაერთხელ მოგვიყოლია და ამაზე არაერთი რეპორტაჟი მოგვიმზადებია. ამის მიუხედავად, მთელს რეგიონში ვითარება მაინც უცვლელია. დღეს, წლის მიწოდების მოთხოვნით ახალშენში მცხოვრებლები გამოვიდნენ. სოფელ ჯიბინაურის მოსახლეობამ ხელვაჩაურის მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა. ადგილობრივების თქმით, წყლის ავზი და ჭაბურღილი სოფელში გასულ წელს მოაწყვეს, თუმცა ახალი ქსელით დღემდე არ უსარგებლიათ.

ნაზი მიქელაძე ერთ-ერთია იმ ასობით ოჯახიდან, რომელიც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. სოფელ ჯიბინაურში მცხოვრები გვიყვება, რომ ვითარების გამოსწორების მიზნით, თანასოფლელებთან ერთად ადგილობრივ მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა მდგომარეობა დღემდე უცვლელია. მისი განმარტებით, უწყლობა განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებთ.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი ვითარება ახალშენში, წყლის მილების დაზიანების შემდეგ შეიქმნა, რასაც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებენ. მათი განმარტებით, დღემდე, სასმელ წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან. 100-მდე ოჯახი ითხოვს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა მათი სასმელი წყლით მომარაგება უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ.
უწყლობის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით დღეს ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრიც“ იმყოფებოდა. მიშა ბოლქვაძემ ხელისუფლება კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მმართველ გუნდს ვითარების შესაცვლელად საჭირო სტრატეგიები არ გააჩნია.
რატომ არ ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ ჯიბინაურში მცხოვრებლების მდგომარეობას? ხელვაჩაურის მოქმედი მერის განმარტებით, სამუშაოები მიმდინარეობს და მათი მოთხოვნები მალე დაკმაყოფილდება.
დაპირება გასცა, მაგრამ საინტერესოა რამდენად ეყოფა დარჩენილი 2 თვე პირობის შესასრულებლად. თუ კი გავითვალისწინებს იმას, რომ ვითარების შესაცვლელად ჯუმბერ ვარდმანიძეს 4 წელი ჰქონდა, გამოდის, რომ პრობლემა ისევ გადაუჭრელი დარჩება. დიდი ალბათობით, მუნიციპალიტეტის მმართველი სავარძელს ისე შეელევა, რომ ამ სიტუაციას ვერ შეცვლის და მძიმე მემკვიდრეობას მომავალ მერს დაუტოვებს.