09, აგვისტო 2021 11:38:00
აჭარაში კორონავირუსით 3 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
უწყების მონაცემებით, გასული დღის კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახალი შემთხვევა 499, გამოჯანმრთელებული 282 პაციენტი და 3 გარდაცვლილი.
ამასთან, ბოლო 24 საათში, კლინიკა დატოვა 50-მა ადამიანმა, კრიტიკულადაა და მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 20 პაციენტი.
ამ ეტაპზე, კლინიკაში მკურნალობს 817 პაციენტი; კოვიდ სასტუმროში -1267, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 3133.