10, აგვისტო 2021 10:40:00
კოვიდ19-ის მორიგი ანტირეკორდი საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 5 697 ახალი შემთხვევა.
ყველაზე მეტი, 2 600 შემთხვევა თბილისში დაფისქრიდა. შემდეგია აჭარა 678 ინფიცირებულით.
NCDC-ის ცნობით, 10 აგვისტოს მონაცემებით სრულად აცრილია 204 234 ადამიანი.
შეგახსნებეთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 2 236 მოქალაქეს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 44, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი.
რაც შეეხება აჭარას, 9 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში ეპიდვითარება ასეთი იყო: 3 გარდაცვლილი, 499 ინფიცირებული და 282 გამოჯანმრთელებული.