16, აგვისტო 2021 16:06:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი დღეს, 16 აგვისტოს გააკეთა და ჟურნალისტებთან ამჯერად, მცირე პასუხით შემოიფარგლა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცემა 4 სექტემბრის შემდეგ შეეძლება.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვთვლი, ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.