21, აგვისტო 2021 11:00:00
აჭარაში ეპიდვითარება ისევ მძიმეა. გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსი კიდევ 602 მოქალაქეს დაუდასტურდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ ეტაპზე, რეგიონში, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 927. მძიმე პაციენტია 146, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი.
შეგახსნებთ, დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდაცვლილთა ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსს, ბოლო 24 საათში, 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 4 901 მოქალაქე.