27, აგვისტო 2021 17:12:00
1-ლი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით 1 281 ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მკურნალობს 7 493 პაციენტი, მათგან 1 584-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკის კლება მოსალოდნელი არ არის.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 031 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 73 ადამიანი; ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, იმერეთში – 493, აჭარაში – 449, კახეთში – 343, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, ქვემო ქართლში – 247, შიდა ქართლში – 222, გურიაში – 127, სამცხე-ჯავახეთში -100, მცხეთა-მთიანეთში – 83, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 34.