02, სექტემბერი 2021 12:00:00
კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი ახალგაზრდა. უხილავმა მტერმა, გუშინ, 20 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელიც ვაქცინირებული არ იყო. შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
ინფიცირებული, კლინიკა „მედცენტრში“ 31 აგვისტოს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის მიუხედავად, 20 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდებოდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უწყების ცნობითვე, ახალგაზრდას, ჯანრთელობის სხვა პრობლემაც აღენიშნებოდა.