02, სექტემბერი 2021 14:29:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა. გამოძიება იურიდიულ პირს ქრთამის აღებას ედავება. დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, იჯარა/პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამი მოითხოვა. შედეგად, მან ფულადი თანხა 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღო. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.