03, სექტემბერი 2021 15:01:00
"კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების შემთხვევების მატებასთან პირდაპირ კავშირშია", - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გააკეთა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ლეტალობის მაჩვენებლის კლება 2-3 კვირის შემდეგ მოხდება.
ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან -კორელაციაშია. რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოყვება ორი სამი კვირის შემდეგ", - თქვა ეზუგბაიამ.