03, სექტემბერი 2021 16:50:00
მუშაობა მიმდინარებს ორსულებისთვის ახალ პროტოკოლზე და რეკომენდირებულია მათი ,,ფაიზერით" აცრა - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ,,ფაიზერით" ორმაგი აცრა ფეხმძიმეთა კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ახლა 20-დან 25 ათასამდე ორსულია ქვეყანაში – ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას ,,ფაიზერით" და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ ,,ფაიზერის" ორი აცრა – ეს, თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ, შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და დაახლოებით, ორი ასეულით შეამცირებს გართულებების და გარდაცვალების რისკს. სამწუხაროდ, ეს შტამი ძალიან ერჩის ორსულ ქალბატონებს და ორსულ ორგანიზმს - თქვა ამირან გამყრელიძემ.