03, სექტემბერი 2021 17:43:00
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, დიდი რაოდენობით, ჯანმრთელობისთვის საშიში კარტოფილი ამოიღეს. შემოწმდა ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება. ჯამში, მავნე ორგანიზმებით გაჯერებული 49 ათას 220 კილოგრამი კარტოფილი იქნა ნაპოვნი. პროდუქტი, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. ინფორმაციას, შემოსავლების სამსახური ავრცელებს.