04, სექტემბერი 2021 13:05:00
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“,- განაცხადეს კლინიკაში.