13, სექტემბერი 2021 17:03:00
ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კომპანიას, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა. გამოვლენილი იქნა 3 950 კილოგრამი არადეკლარირებული ტანსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ, საერთო ჯამში - 192 ათას 39 ლარი შეადგინა.