14, სექტემბერი 2021 14:24:00
მასწავლებლები და მოსწავლეები, შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტებით წელსაც ისარგებლებენ. სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული მემორანდუმი, 20 GB, მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას ითვალისწინებს. შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტის შეძენა, 15 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. მიზანი, პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.