14, სექტემბერი 2021 17:15:00
პურის ფასი შესაძლოა კიდევ გაძვირდეს. მსოფლიოს მოლოდინი, იმასთან დაკავშირებით, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ უკეთესი წელი იქნებოდა, არ გამართლდა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, აგვისტოში, მსოფლიოში 15 მლნ ტონით დაწიეს ხორბლის მოსავლის რაოდენობა. მიუხედავად ამ რეალობისა, სილაგავა ამბობს, რომ ჯერჯერობით, არის საშუალება, საქართველოში შეწონილი ფასი მოქმედებდეს, თუმცა მოლოდინი კარგი არ არის. მისივე განმარტებით, თუ მოსახლეობა მოითხოვს, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, სახელმწიფომ ამისთვის რაღაც მექანიზმი უნდა აამუშაოს.