14, სექტემბერი 2021 18:15:00
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ, Covid-საშვის აპლიკაცია შექმნა. პორტალი დღეს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს. პლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ. პლატფორმა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება. უახლოეს მომავალში, ხელმისაწვდომი იქნება მობილური აპლიკაციაც.